უკვე მეორე დღეა სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დაინფიცირებულთა ოდენობას აჭარბებს.
ბოლო დღეების მანძილზე კი შეინიშნება ახალი შემთხვევების ეტაპობრივი კლება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალ ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 შეადგინა, ხოლო წინა დღეს აღნიშნული მაჩვენებელი 110 იყო.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეამ კორონავირუსის პირველი შემთხვევა 20 იანვარს დაადასტურა. ქვეყანაში ჩინეთის შემდეგ ვირუსის ყველაზე დიდი გავრცელება აღინიშნებოდა. ამ დროისთვის კლების ტენდენციით, worldometers-ის მონაცემებით, სამხრეთ კორეა რეიტინგში მეოთხე ადგილზე იმყოფება.