ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით დღევანდელი სასამართლო პროცესი დადგმული სპექტაკლია. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე თვალნათლივ გამოჩნდა, რომ არც პროკურატურას და არც სასამართლოს არ აინტერესებს რეალურად საქმეში მტკიცებულებები. მისივე თქმით, სასამართლომ უარი განაცხადა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.