მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან მდინარის გადალახვასა და მექსიკაში შესვლას ცდილობდნენ, მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მიგრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც დაშავებულია ნაციონალური გვარდიის ხუთი წევრი. პოლიციამ 402 მიგრანტი დააკავა. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების საკითხი ვერ მოგვარდება, დაკავებულებს თვითმფრინავისა და ავტობუსების საშუალებით თავიანთ სახლებში დააბრუნებენ.
შეგახსენებთ, გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკას ტარიფების დაწესებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მიგრანტების ნაკადს არ შეამცირებს, რომლებიც აშშ-ში მექსიკის გავლით ჩადიან.