მექსიკის პრეზიდენტს, ანდრეს მანუელ ლოპეზს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია თავად 67 წლის პრეზიდენტმა გაავრცელა. მისივე თქმით მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობა დაიწყო.
„როგორც ყოველთვის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ გავრცელებულ პოსტში.
პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმების გუნდი აკვირდება. ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნების თქმით, ლოპეზის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.