მექსიკაში, ამერიკულ კერძო სკოლაში 15 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი თანაკლასელი და ერთი მასწავლებელი მოკლა. დაჭრილია 5 ადამიანი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შეიარაღებულმა მოსწავლემ მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა. ახალგაზრდის ვინაობა უკვე ცნობილია და გამოძიება მკვლელობის მოტივის დადგენას ცდილობს.