ბოლო 24 საათის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსის 4 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 261 750-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 480 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 31 119-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით მექსიკა მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.