მექსიკაში რადიოს ჟურნალისტი ხესუს ეუხენიო რამოსი მოკლეს. შემთხვევა ტაბასკოს შტატში მოხდა. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. რამოსს ახალი ამბების გამოშვება მიჰყავდა ადგილობრივ რადიოში. მას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რადიოსადგუთან ახლოს მდებარე სასტუმროში საუზმობდა. ტაბასკოს შტატის გუბერნატორმა პირობა დადო, რომ მკვლელობა აუცილებლად იქნება გამოძიებული. ჟურნალისტები მექსიკაში ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვეროლი. მიმდინარე წელს ეს ჟურნალისტის მკვლელობის მეორე შემთხვევაა. შეგახსენებთ, მექსიკაში მკვლელობათა სტატისტიკა გასულ წელს რეკორდულად გაიზარდა და 33 000 შეადგინა.