მექსიკის სახელმწიფო კომპანია Pemex-მა შტატ ტაბასკოს სამხრეთ-აღმოსავლეთში ახალი ნავთობსაბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ კორპორაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უკვე მესამე უმსხვილესი ნავთობსაბადოა, რომელიც 2018 წლის დეკემბრიდან მექსიკის ხელისუფლების მიერ იქნა აღმოჩენილი.
მექსიკის პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა ნავთობმოპოვების სფეროს განვითარებას. ის პირობას დებს, რომ 2024 წლისთვის ქვეყანაში ნავთობმოპოვება დღე-ღამეში 2 მილიონ ბარელს მიაღწევს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი მილიონ 640 ათასი ბარელი იყო.