მექსიკამ თავის ჩრდილოეთ საზღვართან 15 ათასი სამხედრო პირი გაგზავნა. აღნიშნულ ინფორმაცაიას CNN ქვეყნის თავდაცვის მდივანზე დაყრდნობით ავრცელებს. ეროვნული გვარდიის 2000-მდე წევრი მექსიკის სამხრეთით ბრაზილიასა და გვატემალასთან საზღვარზე არის გაგზავნილი, იქამდე სამხრეთ საზღვარს 4500 სამხედრო პირი იცავდა.
ოფიციალური მეხიკო ცდიობს ყველანაირი ზომები მიიღოს, რათა რაც შეიძლება მეტად შეზღუდოს ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ამერიკიდან მიდიან და მექსიკის გავლით ცდილობენ ამერიკაში მოხვედრას.
ტრამპის განცხადებით ის მექსიკას გადასახადებს არ გაუზრდის იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მეხიკო მიგრანტების შეკავებას შეძლებს. მექსიკის ორეზიდენტი ანდრეს ობრადორი გაეროსა და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისკენ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს კი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს