ნიგერიაში მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა. მეზღვაურები 7 ივნისს, სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი ჩამოფრინდნენ. მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ინფორმაცია მეკობრეების მიერ 9 ქართველი მეზღვაურის გატაცებაზე 2 მაისს გავრცელდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი მეკობრეები გემს 30 აპრილს დაესხნენ თავს. 22 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ მეზღვაურები გაათავისუფლეს.