"მეხუთე ტალღა" - ამერიკელი მწერლის რიკ იანსის, 480 გვერდიანი წიგნი. ფანტასტიკური ჟანრის ნოველა, რომელიც ნათარგმნია 38 ენაზე. ორიგინალი დაწერილია ინგლისურად. გამოცემიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 15 მილიონამდე ეგზემპლარი. ორიგინალი 2013 წელს, ამერიკაში დაიბეჭდა და გამოცემისთანავე ნიუ იორკ თაიმსის ბესთსელებს შორის დაიკავა ადგილი. ის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ხუთეულში რამდენიმე კვირის მანძილზე ინარჩუნებდა პირველობას.