გლდანის მასივში ერთ-ერთი მრავალსართლიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ბინაში სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.