საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იტალიურ კომპანია GRISPORT-ისგან მეხანძრე-მაშველებისთვის 4 ათას წყვილ სპეციალურ ფეხსაცმელს შეიძენს. მეხანძრე-მაშველების სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის 677 600 ლარი გამოიყო.
ფეხსაცმელი 2 წლიანი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა და თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.