ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. არსებული რეგლამენტის თანახმად, ყრილობაში მონაწილეობას იღებენ ტიტულოვანი მოჭიდავეები, აიპები. 81 დელეგატიდან რეგისტრაცია 73 დელეგატმა გაიარა.დღეს სასტუმრო „რედისონში“ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. არჩევნების რეგისტრაციის პროცესი ხმაურმა შეაფერხა, ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა დელეგატმა, რომელიც თეთრიწყაროს რაიონიდანაა, შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარადგინა.
როგორც იურისტმა თამაზ მელქაძემ განმარტა, აღნიშნულ პიროვნებას მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები და ორგანიზაციის სარეგისტრაციო კოდი არ აღმოაჩნდა.