რესტორან "მაჭახელაში" ხანძრის შედეგად სხვენის ნაწილი, დაახლოებით 40 კვმ-მდე ფართობი დაიწვა, - ამის შესახებ "მეიდან ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს. მათი განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოს გამწოვი მილიდან გაჩნდა. "ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. ობიექტში არსებული სტუმრების ევაკუაცია მოხდა დროულად და მსხვერპლი არ არის, ასევე არ დაფიქსირებულა სხეულის დაზიანების არც ერთი ფაქტი. ხანძრის შედეგად დაზიანდა სახურავის-სხვენის მცირე ფრაგმენტი.