თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცის უკრაინის არც ერთი შესაბამისი ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს.„ინტერპრესნიუსი“ უკრაინაში რამდენიმე ოფიციალურ უწყებას, მათ შორის სასაზღვრო სამსახურს და გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ. ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს ასევე უკრაინაში საქართველოს საელჩო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა, მეგის ქარდავას დაკავების თაობაზე ინფორმაცია მედიით შეიტყო.ამასთან, მეგის ქარდავას უკრაინაში დაკავების თაობაზე ინფორმაცია არ აქვს არც მის ქართველ ადვოკატს, მალხაზ ველიჯანაშვილს.მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.