ბათუმელი შემსრულებელი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს Fantomas Rooftop-ში, "მოსკოვის გულში", როგორც მას რუსული მედია უწოდებს, კონცერტს გამართავს. ქართველ მომღერალს ოკუპანტ ქვეყანაში კიდევ ერთი კონცერტი აქვს დაგეგმილი, რომელიც სოჭში, 29 ივლისს გაიმართება.
მომღერალმა კონცერტების ანონსი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.