მეღორეობის ფერმა „კალანდა“ რეაბილიტაციის ფარგლებში 50%-იან წილს ყიდის. წილის გაყიდვა 3 მილიონ დოლარად იგეგმება, რაც სრულად მოხმარდება ფერმის რეაბილიტაციას. ამასთან, საინვესტიციო რისკების შესამცირებლად, პარტნიორები კომპანიას საკუთრებაში გადასცემენ 8,400,000 ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთს.
კომპანია "კალანდა" 2012 წელს სოფელ კოდაში "კაპიტოლ ჰოლდინგმა" დაარსა. მისი სახით შეიქმნა საქართველოში უპრეცედენტო წარმადობის მეღორეობის კომპლექსი, რომელმაც ადგილობრივი ღორის ხორცის ბაზრის მნიშვნელოვანი წილი აითვისა. 2 წლის განმავლობაში ბიზნესი იყო მომგებიანი და მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა, თუმცა 2014 წელს ფერმაში ღორის კლასიკური ცხელება გავრცელდა, რამაც 11 000 ღორის მთლიანად განადგურება განაპირობა.