როგორც ჩანს მათთვის სამი მილიონი დოლარი და 26-საძინებლიანი სახლი საკმარისი არ არის, - ამის შესახებ პრინც ჰარის მეუღლის მეგან მარკლის მამამ ტომას მარკლმა განაცხადა. მისი თქმით, მეგანმა ყველა გოგონას ოცნება აისრულა.
"ყველა გოგონას სურს გახდეს პრინცესა, მეგანმა კი ეს ტიტული მიიღო. ახლა კი ამაზე ის უარს ამბობს. როდესაც მათ იქორწინეს, მათ აიღეს ვალდებულებებიც. და ეს ვალდებულება არის სამეფო ოჯახის წევრობა და დედოფლის წარმომადგენლობა. მათი მხრიდან სისულელეა ამაზე უარის თქმა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ძალიან ძველი ინსტიტუციაა. ისინი კი მას ანგრევენ", - ამბობს თომას მარკლი Channel 5-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც უახლოეს კვირებში უნდა გავიდეს ეთერში.
როგორც ცნობილია, მეგან მარკლს მამასთან არცისე კარგი ურთიერთობა აქვს.
შეგახსენებთ, პრინცმა ჰარიმ და მეგან "მისი სამეფო უმაღლესობის" ტიტულზე უარი თქვეს.