გამოსვლიდან 11 დღის შემდეგ კომპანია „დისნეის“ საკულტო ანიმაციის 1994 წლის „მეფე ლომის“ 2019 წლის ფილმმა მსოფლიო სალარო შემოსავლებით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. „მეფე ლომი“ მსოფლიო კინოს ისტორიაში 42-ე ფილმი გახდა, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს. 2019 წელს კი უკვე მეხუთე მილიარდიან ზღვარს გადაბიჯებული ფილმია.
„მეფე ლომის“ გარდა, მიმდინარე წელს მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს ფილმებმა: „შურისმაძიებლები - დასასრული“, „კაპიტანი მარველი“, „სპაიდერმენი - სახლიდან შორს“ და „ალადინი“. ამ ნიშნულამდე რამდენიმე ათეული აკლია ასევე „დისნეის“ ანიმაციას - „სათამაშოების ისტორია 4“.