სტატისტიკის თანახმად, შეერთებული შტატები მსოფლიო რეიტინგის მუდმივი ლიდერია იმ სერიული მკვლელების რაოდენობით, რომლებიც შიშის ზარს სცემენ როგორც პატარა ქალაქის, ისე მეგაპოლისების ბინადრებს. გამონაკლისი არც ვაშინგტონის შტატია მიმდებარე რაიონებით, სადაც გასული საუკუნის მეორე ნახევაში რამდენიმე ცნობილი მანიაკი, მათ შორის "გრივ-რივერის სერიული მკვლელი" მოქმედებდა, რომლის საქმის გამოძიება 17 წელზე მეტი გაგრძელდა და ნამდვილ ჰოლივუდურ ტრილერს დაემსგავსა.