სამედიცინო საქმიანობის დროსმედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა შესაძლოა დასჯადი გახდეს. პარლამეტში უკვე შესულია კანონპროეტი, რომლის თანახმადაც კანონში "საექიმო საქმიანობის შესახებ" შესაძლოა დამატებითი მუხლები გაჩნდეს, რომლის მიხედვითაც, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პერსონალზე ძალადობის, მუქარის, რაიმე ზეწოლისა და შეურაცხყოფის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება მოხდება. კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელის თმით კანონში ცვლილებები, ბოლო დროს პაციენტების, მათი ოჯახის წევრების, თუ ახლობლების მიერ მედპერსონალზე ძალადობის გახშირებულმა ფაქტებმა გამოიწვია. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით კანონდამრღვევი პირველ ჯერზე 1000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 2 000 ლარით დაჯარიმდება.
კლინიკების ასოციაციაში მედპერსონალზე ძალადობის ერთ-ერთ მიზეზად, ქვეყანაში ექიმის როლისა და მნიშვნელობის დაკნინებას ასახელებენ. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტის მდგომარეობის დამძინებას მოქალაქეები ექიმის არაკვალიფიციურობას უკავშირებენ. ვილი პაჭკორიას თქმით პაციენტის მდგომარეობისა და ექიმის მიერ ცატარებული მანიპულაციების შესწავლის გარეშე დაუშვებელია ექიმს პაციენტის სიკვდილი ან მისი გართულებული მდგომარეობა დაბრალდეს. კლინიკების ასოციაციის მრჩეველი კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ირაკლი თოდუას თქმით აუცილებელია სახელმწიფომ მედ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს, რომ პაციენტს ექიმთან ურთიერთობისას პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩეს, რაც ხშირ შემთხვევაში მათი ექიმის მიმართ აგრესიის მიზეზი ხდება. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებით მუხლებზე მუშაობა გასული წლის მაისში დაიწყო და საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება. კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელის თქმით ასევე მზადდება პროეტი, რომელიც ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.