იაპონური ფარმაცევტული კომპანია ახალ პრეპარატზე მუშაობს, რომელიც გრიპს 24 საათში განკურნავს, მაშინ, როდესაც ყველაზე თანამედროვე პრეპარატებს ამისთვის, სულ ცოტა, 72 საათი სჭირდებათ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პაციენტებს წამლის მიღება მხოლოდ ერთხელ მოუწევთ. პრეპარატის კლინიკური გამოცდის მესამე ეტაპი იანვარში დასრულდა. თებერვალში კი იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატის წარმოებაზე ლიცენზია გასცა.