ვატიკანში, რომის პაპის რეზიდენციაში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობთ, დაინფიცირებულმა პირმა „სანტა მარტას“ რეზიდენცია დატოვა და იზოლაციაში გადავიდა. გარდა ამისა, იზოლაციაში ის პირებიც გადავიდნენ, ვისაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდათ. ცნობისათვის, რომის პაპ ფრანცისკეს, რომელსაც ახალგაზრდობაში ავადმყოფობის დროს ფილტვზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, კორონავირუსზე ტესტირება რეგულარულად უტარდება.