მედიის ცნობით, ჩინეთში "გადამზადების ბანაკებში" ასიათასობით ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ კონტროლს განიცდის - Palitra News

მედიის ცნობით, ჩინეთში "გადამზადების ბანაკებში" ასიათასობით ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ კონტროლს განიცდის

2019-11-25 16:12:11+04:00

მედიის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სისტემატურად ატარებენ პროპაგანდისტულ სწავლებებს სინზიან-უიგურის ავტონომიურ რეგიონში განავსებულ ციხე-ბანაკებში.

"ასიათასობით უიგური, რომლებიც ამ ბანაკებშია განთავსებული, სრულ ფიზიკურ თუ გონებრივ კონტროლს განიცდის", - ეს ინფორმაციას მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მედიას ხელში საიდუმლო დოკუმენტები ჩაუვარდა.

ოფიციალური პეკინი ამტკიცებს, რომ ბანაკებში მოხალისეების გადამზადება მიმდინარეობს. მათი ცნობით, ასობით ათასობით უიგურს საშუალებას აძლევენ მიიღონ განათლება, რათა თავიდან აიცილონ რელიგიური რადიკალიზაცია. თუმცა, მედიაში გავრცელებული დოკუმენტები "სასტიკ დისციპლინაზე", "იძულებით დაკავებასა" და "მუდმივ მეთვალყურეობაზე" საუბრობს.