მედიის წარმომადგენლები პარლამენტში "ტვ პირველის" გარდაცლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ. საპარლამენტო კორესპონდენტები გეგმავენ სხდომათა დარბაზთან "ქართული ოცნების" დეპუტატებს ამ ფოტოებით დახვდნენ. ისინი ამით კიდევ ერთხელ შეახსენებენ მათ 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას. როგორც ისინი განმარტავენ, ეს არის მდუმარე აქცია და ამით ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ვალდებულნი არიან დაიცვან ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება.
აქციას შეუერთდნენ ასევე "პალიტრანიუსისა" და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტები.