თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარა ქვეყნის ციხეებიდან დაახლოებით 100 000 პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დღის წესრიგში დგას და ის ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. ცნობისთვის, ამ დროისთვის თურქეთში კორონავირუსის 2433 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობამ 59-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა სახელმწიფოებს მოუწოდა ციხეებიდან გაათავისუფლონ ადამიანები, ვინც კორონავირუსისადმი მოწყვლად ჯგუფად ითვლება.