აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო, ავღანეთში დარჩენილი ჯარის ნაწილი 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გაიყვანოს - წერს სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა ისურვეს.
აქვე საუბარია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამ გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ ოთხშაბათს ბრიუსელში ნატოს მეკავშირეებს აცნობებენ. 11 სექტემბერს 20 წელი სრულდება ტრაგედიიდან, როცა ალ-ქაიდამ ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა.
ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ის ჯარებს ავღანეთი 2021 წლის პირველ მაისამდე უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ჯო ბაიდენის პირობებში ცნობილი გახდა, რომ დათქმულ დროს ჯარების გაყვანა ვერ მოხდებოდა.