მედიაციის სისტემის შექმნა საშუალებას აძლევს ბიზნესს, კომერციული დავა გადაწყვიტონ სწრაფად და ეფექტიანად - ბიზნესომბუდსმენი - Palitra News

მედიაციის სისტემის შექმნა საშუალებას აძლევს ბიზნესს, კომერციული დავა გადაწყვიტონ სწრაფად და ეფექტიანად - ბიზნესომბუდსმენი

2020-02-19 18:00:36+04:00

2020 წლის 1-ლი იანვრიდან მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი ამოქმედდა, დღეს კი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლადდარსებული ასოციაციის სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს. ღონისძიების მოანწილეებმა ასევე განიხილეს საზოგადოებისთვის მედიაციის გზით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ახალი შესაძლებლობები. ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ბიზნესისთვის დავების ეფექტიანად და სწრაფად გადაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიხეილ დაუშვილის თქმით, მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მედიატორთა გადამზადების პროცესში საქართველოს მთავრობას აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირი და გაერო, რაც ამაღლებს ნდობას აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ.