მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ამავე ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა.არსებული ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას მეზობელია. ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ წერილი ავტოფარეხში გადასცა. მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. პროკურატურამ ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.