მედიას და ოპოზიციის ერთ ნაწილს, ჩახვეული აქვს ეს ამბავი - მიშა არ დავინახოთ, მაგრამ მისი ხმები ჩვენ გვინდა - სპორტის რანაირი სახეობაა ეს? რას „ჩალიჩობთ“? - გუბაზ სანიკიძე - Palitra News

მედიას და ოპოზიციის ერთ ნაწილს, ჩახვეული აქვს ეს ამბავი - მიშა არ დავინახოთ, მაგრამ მისი ხმები ჩვენ გვინდა - სპორტის რანაირი სახეობაა ეს? რას „ჩალიჩობთ“? - გუბაზ სანიკიძე

2020-11-04 13:44:48+04:00

„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ოპოზიციის მხარდამჭერებს სტიმულს მისცემს.