მედიაორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზაირონ და არ დაძლიონ ვეტო. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრასაც ითხოვენ. მათ სახელზე მომზადებულ სპეციალურ განცხადებას 51 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს. ერთობლივ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ვეტო დაადო “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. მოგიწოდებთ, პრეზიდენტის ვეტო გამოიყენოთ, როგორც შანსი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო გულდასმით შეისწავლოთ ის საფრთხეები, რასაც მედიაგარემოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სადავო რედაქცია უქმნის. გთხოვთ, გაიზაიროთ პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები და არ დაძლიოთ ვეტო. ქვეყანაში, სადაც კომერციული რეკლამის ბაზარი ყოველწლიურად იკლებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო გარანტირებული დაფინანსება ყოველწლიურად არაერთი მილიონით იმატებს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარანტირებული შემოსავალი მუდმივად აჭარბებს სარეკლამო ბაზრის ნახევარს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. მეორეს მხრივ კი, ეჭვქვეშ აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ძლიერ, გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე დროს იმსახურებს ძლიერ, დამოუკიდებელ კერძო მედიას, რაც ფინანსური მდგრადობის გარეშე გამორიცხულია. ვფიქრობთ კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ ორივე სიკეთის დაცვა. მოგიწოდებთ, გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ფართო შემადგენლობამ, გამართოთ შეხვედრა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან და მოისმინოთ ჩვენი არგუმენტები“, - ნათქვამია მიმართვაში. მიმართვა ღიაა ხელმოწერის მსურველი მედიაორგანიზაციებისთვის. მას ხელს აწერენ: 1. ტელეკომპანია იმედი2. ტელეკომპანია რუსთავი 23. ტვ პალიტრანიუსი4. რადიო პალიტრა5. ტვ პირველი 6. BMG ბიზნესმედია ჯორჯია7. ტელეკომპანია კავკასია8. ტელეკომპანია იბერია9. ტელეკომპანია ობიექტივი10. ტელეკომპანია სტარვიზია11. რადიო თბილისი12. რადიო ჰერეთი13. რადიო კომერსანტი14. რადიო მაესტრო15. რადიო ვინილი16. რადიო ქართული ვინილი17. ტვ ვინილი18. რადიო NRJ19. მედიაჰოლდინგი აფხაზეთის ხმა20. რადიო მწვანე ტალღა21. რადიო დარდიმანდი22. ტვ 2523. TV ოდიში24. გურია TV25. მეცხრე ტალღა26. TV რიონი27. რადიო რიონი28. ტელეკომპანია თრიალეთი29. ტელეკომპანია გურჯაანი30. TOK TV31. რადიო ჰარმონია32. რადიო ათინათი33. რადიო ოდიში34. AB -მაუწყებელთა ალიანსი35. გაზეთი რეზონანსი36. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი37. საინფორმაციო პორტალი პირველი ნიუსი–საქართველო38. ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი“39. საინფორმაციო სააგენტო allmedia.ge40. ახალი გაზეთი41. სამხრეთის კარიბჭე42. ,,ჩემი იმერეთი”43. მთავარი სამეგრელო44. ოკრიბანიუსი45. გურიანიუსი46. კახეთის ხმა47. ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 48. svanetiinfo.ge49. გაზეთი პოსტსკრიპტუმი50. თრიალეთის ექსპრესი51. კახეთის ინტერნეტ-გამოცემა სპექტრი
52. რადიო ფორტუნა