მედიაჰოლდინგმა "პალიტრამ" საახალწლო ფესტივალი გამართა და სტუმრებს 60 პროცენტამდე ფასდაკლება შესთავაზა - Palitra News

მედიაჰოლდინგმა "პალიტრამ" საახალწლო ფესტივალი გამართა და სტუმრებს 60 პროცენტამდე ფასდაკლება შესთავაზა

2018-12-28 22:12:45+04:00

მედიაჰოლდინგმა „პალიტრამ“ საახალწლო ფესტივალი გამართა. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და მას ტრადიციული სახე ექნება.

ფესტივალზე „პალიტრის“ შვილობილი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ნებისმიერ მსურველს წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა 60 პროცენტამდე ფასდაკლებით შეეძლო. ორგანიზატორებმა ფესტივალზე არა მარტო „პალიტრის“ თანამშრომლები, არამედ მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებიც დაპატიჟეს. დიდი ფასდაკლებით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 4 მაღაზიის ქსელის პროდუქცია - მათ შორის ALLWINE.GE-ს, “ბიბლუსის“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ და „პალიტრა L”-ის პროდუქცია.ფესტივალს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეც ესწრებოდა, რომელმაც რაიონის მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია.