სად მიდის და რა გეგმები აქვს დავით ნარმანიას - თბილისის მერი ამბობს რომ ის გუნდში რჩება. თუმცა სად გააგრძელებს საქმიანობას დარმანია, ჯერ უცნობია.როგორც ის განმარტავს, გადაბარების პროცესესთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ რა თანამდებობას დაიკავებს . კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, დავით ნარმანიას განცხადებით, საზღვარგარეთ - არა. რაც შეეხება იმას, რომ თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დააანონსა, ნარმანია აღნიშნულს „ბუნებრივს“ უწოდებს.