საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეოში სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაშვებული ძალიან მძიმე შეცდომების მიუხედავად ხალხისთვის საუკეთესო სურდა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ წლების გადმოსახედიდან უკეთესად იცის, როგორ აიცილოს თავიდან შეცდომები. სააკაშვილი აცხადებს იმასაც, რომ უკეთეს საქართველოში საცხოვრებლად ქვეყანაში ბრუნდება.