სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ საამოსამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს დაკავებულების უფლებადამცველმა და ოჯახის წევრებმა.ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განაცხადა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. ამას არ ეთანხმება პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა სცადოს და საფრთხე შეუქმნას გაშემომყოფებს.