დოდო გუგეშაშვილის მეგობრების ინფორმაციით, მომხდარი დანაშაული თადარიგის პოლკოვნიკის წარსულ საქმიანობას არ უკავშირდება. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გუგეშაშვილის მეგობარმა, აკაკი ვაშაკიძემ განაცხადა, გუგეშაშვილს მტრები არ ჰყოლია და წარსული გაუგებრობები გარკვეულია. მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას გუგეშაშვილთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები მიეწოდებოდა, დანაშაულებრივი საქმეები კი ბრალდებოდა. „დოდო გუგეშაშვილს არც არავინ მოუკლავს, არც არავინ დაუყაჩაღებია, რადგან პიროვნება იყო ასეთი. პირადი მტერი ამ კუთხით მას არ ჰყოლია. დარჩელშიც ვიყავით ჩასული და ადგილობრივებისთვისაც დადასტურებულია ეს ფაქტი“, - განაცხადა აკაკი ვაშაკიძემ.