"პალიტრა მედიის სიძლიერე ინფორმაციის მიწოდების მრავალფეროვნებაშია. სააგენტო, ვებპორტალები, ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია - ეს ის პლადფორმებია, რომლებიც საზოგადოებას მრავალმხრივ მოთხოვნას აკმაყოფილებენ" - ასე აფასებს პალიტრა მედია-ჰოლდინგს ამერიკული ტელეკომპანია WICU -ს გენერალური დირექტორი პემ ფორსაიტი. ამერიკელმა ჟურნალისტმა სიერა ტაფტსმა პალიტრანიუსში გატარებული ერთი კვირის შესახებ სიუჟეტიც მოამზადა. IREX-ისა და ამერიკის შეერთებული შატაების საელჩოს ერთობლივი მედიაპროგრამის ფარგლებში ამერიკელი ჟურნალისტები ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" უკვე მეორედ ესტუმრნენ.