მე საკმარისად დიდხანს ვითმინე, ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი რა გარიგებებს აქვს ადგილი, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მის წინააღმდეგ არაერთი ტყუილი ვრცელდება, მათ შორის არის ის, რომ თავისი ნებით წავიდა უცხოეთში. ის, რომ მე აქ ბრძოლას ვაგრძელებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს. ამ დროს, ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის როლი მხოლოდ სიმბოლური უნდა იყოს, არის სიცრუე. ჩემმა მტრებმა რუსეთში, მათ შორის უკრაინაში ეს გაასაღეს ისე, რომ სააკაშვილი მოისროლა საკუთარმა პარტიამ- ამბობს ექს პრეზიდენტი. მისივე თქმით, პარტიაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდნენ ერთმანეთის შეურაცხყოფასა და ჩხუბზე. როგორც სააკაშვილმა აღნიშნავს, ის, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს, ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები.