მე, რომელსაც სესხი არ ამიღია, რატომ უნდა გადავიხადო იმის გადასახდელი, ვინც მანქანა იყიდა, სახლი აიშენა და ა.შ., - ამის შესახებ თსუ-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტის მიერ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი ინიციატივა სოციალურ ხასიათს არ ატარებს. პაპავას განცხადებით, არსებული ინიციატივა თანაბარ პირობებში აყენებს როგორც დაბალშემოსავლიან, ისე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეს.