როცა საქართველოს რუსეთის არმია მოადგა და ჩვენი ქვეყანა საბჭოთა საქართველოდ გამოცხადდა, კომუნისტები შავი სიის წერას შეუდგნენ. მრავალ ათასიან სიაში საპატიო ადგილები მხოლოდ პატრიოტებმა დაიკავეს. მათ რიგებში ეწერებოდნენ ჯერ კიდევ დასაბადებელი ბავშვები, მაშინდელი მომავალი თაობა, რომელიც დამოუკიდებლობის იდეას შეეწირიებოდნენ. ახლა, ჩვენი დროით, უფროსები, ისინი, ვის ტყავზეც უფრო და უფრო წითლდებოდა საქართველო.ქართველი მწერალი, ფილოლოგი, მთარგმნელი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი, ლეო ბოლქვაძე 1924 წელს, უკვე გასაბჭოვებულ საქართველოში დაიბადა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა ორი ათეული წელი და პატარა ლეოს სამშობლოს ერთგულებისთვის, საქართველოს ბედზე დარდისა და თანამოაზრეებთან საუბრისთვის მოწვეყდნენ მშობლიურ მიწას. 20 წლის ასაკში დააპატიმრეს, ნიჭიერ ახალგაზრდას რვა წლით გულაგში ყოფნა მიუსაჯეს.