მე რომ პრემიერის ადგილზე ვიყო, გამოვყრიდი ყველა მინისტრს, ყველა დეპარტამენტის უფროსს, რა უნდა სოფლის მეურნეობის მინისტრს ოფისში? უნდა მიდიოდეს სოფელში და მას ავითარებდეს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში განაცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებს, როცა ცალკეულ სექტორს შეღავათებსა და სესხების სუბსიდირებას ჰპირდება.