პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.
"ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 35 პირი შეიწყალა, მათ შორის 2 განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული აღმოჩნდა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.