საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს–პატრიარქი მოინახულა. გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ჩავიდა და Helios berlin bux-ის კლინიკაში ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და იგი მალე სამშობლოში დაბრუნდება. ამასთან მთავრობის მეთაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ კომენტარებზე ოპოზიციის შეფასებებს სპეკულაციები უწოდა .როგორც ცნობილია, უწმინდესს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ბერლინში რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. ის სამშობლოში მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება.