მე პირადად ვლოცულობ ილია მეორის ჯანმრთელობისთვის და ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. იან კელის განმარტებით, ის ძალიან ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.