მე მქონდა გულყრები, თუმცა ამჟამად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქალაქო სასამართლოში „ქართული მარშის“ წევრი 6 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განიხილონ. აღნიშნულ პროცესს „ქართული მარშის“ მხარდამჭერები და წევრები ესწრებიან, მათ შორის, სანდრო ბრეგაძე. ბრეგაძემ ჟურნალისტებთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე ბრალდებულ პირებზეც ისაუბა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.