საქარათველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ”ქართული მარშის” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კობიაშვილი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ის ”ქართული მარშის” წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.”სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ”ქართული მარშის” აბსურდულ განცხადებას.საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ შეხვედრაზე საერთოდ არ იმყოფებოდა ის ოთხი ადამიანი, ვინც დღეს ბრიფინგი გამართა. მე მათ არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრივარ.გია კორკოტაშვილთან და სანდრო ბრეგაძესთან შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის მუქარა (სიცოცხლის მოსპობა, მუხლების დახვრეტა, მიწაში ჩადება და სხვ.) რასაკვირველია, არ გაჟღერებულა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგი ნებისმიერი ადამიანის მიმართ”, - აღნიშნულ განცხადებას ლევან კობიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.