ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თამარ ბაჩალიაშვილის დედის ბრალდებებსაც პასუხობს და აცხადებს, რომ გარდაცვლილის დედის გაღიზიანება, მის მიერ FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებულმა მოსაზრებამ გამოიწვია.
როგორც მან „პალიტრავიდეოს“ და „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას აქვს თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, ამას აუცილებლად გაასაჯაროებს.