მე მაინც ვფიქრობ, რომ ომი დიდი ხანი არ გაგრძელდება - გიგი უგულავა მიმდინარე პროცესებზე - Palitra News

მე მაინც ვფიქრობ, რომ ომი დიდი ხანი არ გაგრძელდება - გიგი უგულავა მიმდინარე პროცესებზე

2022-03-08 16:49:18+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისი აზრით ომი დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც უგულავა ამბობს, ახლა დაახლოებით 193 წლის ბოლოა, როდესაც ყკვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ გერმანია დამარცხდებოდა. მისი თქმით, ამ ომში მკაფიო დამარცხებული რუსეთი იქნება.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ომი დიდი ხანი არ გაგრძელდება. ეს ის მოცულობის ომია, სადაც შუალედური გამოსავალი, როგორიცაა სტატუს ქვოს აღდგენა ან უკრაინის სეპარაცია და მუდმივი დაბალი ინტენსივობის პარტიზანული კონფლიქტები - ახლა არ მოხდება. აქ გამარჯვებულზე მეტად მკაფიო დამარცხებული რუსეთი იქნება, როგორც მეორე მსოფიო ომში გერმანია და ეს მოხდება წელს. ახლა დაახლოებით 1943 წლის ბოლოა, როცა უკვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ გერმანია დამარცხდებოდა, გარდა თავად გერმანიისა. სამწუხაროდ, ისტორიულად ასეა, ყველა ბოროტი დიქტატორული რეჟიმის მსხვრევა უამრავი ადამიანის სიცოცხლის და უბედურების ფასად ხდება", - წერს გიგი უგულავა.