რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა."ძალიან მაინტერესებს მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს იმ ბრალდებულს, რომელიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს ", - განაცხადა გვარამიამ.რაც შეეხება პროკურატურის კიდევ ერთ შუამდგომლობას, რომელიც უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ეხება, გვარამიას შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დარტყმა მისი ახალი მედიის მომავალზე. „იმიტომ არის დარტყმა, რომ ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ინვესტორები, ვინც ამ მედიაში მინდა იყვნენ პარტნიორები. მე მათ ამ ქვეყენაში ვერ შევხვდები, მაგალითად ზაზა ოქუაშვილს ვერ შევხვდები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გვარამიამ.მისივე თქმით, ივანიშვილის დამარცხებების სერია დაიწყო. „ეს დამარცხებები დამთავრდება იმით, რომ კაპიტულაციას ის ჩამაბარებს მე“, -აღნიშნა გვარამიამ.